Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა

ეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ინვესტორები სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, ერთობლივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.

შეხვედრისას ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. ასევე მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე.

„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მონაწილეობას მიიღებენ კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს “თიბისი კაპიტალის” ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...