Homeააფ-ნიუსებიეროვნულმა ბანკმა ქალ მეწარმეებს მონაცემთა ანალიზის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

ეროვნულმა ბანკმა ქალ მეწარმეებს მონაცემთა ანალიზის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქალ მეწარმეებს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ახალი მეთოდოლოგია გააცნო, რომელიც სქესის ნიშნით ჩაშლილ ინფორმაციას ეყრდნობა.


შეხვედრა გაიმართა პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით, ქალები ბიზნესში (Women in Business – WiB) პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების ინფორმირებას ფინანსური შესაძლებლობებისა და განვითარების ინსტრუმენტების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალი მეწარმეები, რომლებიც ფლობენ საკუთარ ბიზნესს ან კომპანიის მართვაში ლიდერულ როლს ასრულებენ.


ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა, სალომე თვალოძემ, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლებიც ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით გადაიდგა. ამ მიმართულებით ცვლილებები შევიდა ინფორმაციის გამჟღავნების რეგულაციაში, რომელიც ვრცელდება კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე. ცვლილებების მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) დაფინანსების მონაცემების შეგროვება და ანალიზი სქესის ნიშნის მიხედვით, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო.


აღნიშნული გამოწვევის გადაჭრაზე ეროვნული ბანკი 2023 წლიდან მუშაობს. დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემუშავდა „ქალი მეწარმის“ საერთო განმარტება, ტერმინოლოგია და ანგარიშგების ფორმა. სტანდარტიზებული მიდგომა ბანკებს საშუალებას მისცემს შეაგროვონ მონაცემები საწარმოების დაფინანსების შესახებ, რომელიც ახლა უკვე სქესის ნიშნითაც იქნება ჩაშლილი.


ახალი მიდგომით პირველი ანგარიშები კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის მონაცემების საფუძველზე მოამზადეს, ხოლო 2026 წლიდან დაიწყება რეგულარული კვარტალური ანგარიშგება, რაც მონაცემების უწყვეტ მონიტორინგსა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.


მონაცემთა შეგროვების ახალი მიდგომა ხელს შეუწყობს ქალთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რადგან დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი ბანკებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად დაინახონ ქალი მეწარმეების საჭიროებები და შესთავაზონ მათზე მორგებული სპეციალური ფინანსური პროდუქტები.


ცვლილება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდისთვის, რადგან ერთიანი განმარტების და მიდგომის შემოღება საშუალებას იძლევა, შეიქმნას ზუსტი სტატისტიკური ბაზა ქალთა მიერ მართული და მათ საკუთრებაში არსებული ბიზნესების შესახებ.


დამატებითი ინფორმაცია რეგულაციებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:


კომერციული ბანკები
მიკრობანკები

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...