Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძე - ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა,...

ეკატერინე მიქაბაძე – ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სადისკუსიო თემა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და პერსპექტივები იყო.

„რეფორმები, რომლებიც კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ქვეყანაში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა, დაეფუძნა პრინციპს, რომლის თანახმადაც ბაზრის ზრდა და ინვესტორთა დაცვა პარალელური და თანაბრად ღირებული მიზნებია. შესაბამისად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის ინკლუზიურობის ზრდის ჭრილში ფინანსური შუამავლების ჩართულობის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საცალო ინვესტორთა (ფიზიკური პირების) მონაწილეობის გასაზრდელად, განსაკუთრებით იმ სეგმენტებზე, სადაც ისინი დღეს ნაკლებად არიან წარმოდგენილნი – სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება  საბროკერო კომპანიებისა და კომერციული ბანკების პროაქტიულ ჩართულობას, მათ შორის, მიწოდების არხების გაიოლებასა და ტრანზაქციული დანახარჯების შემცირებას.

ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი კავკასიაში დავიდ ურბანეჯა-ფუერლოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, „ვისოლ ჯგუფის“ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი დანელია და „თეგეტა ჰოლდინგის“ დირექტორი ეკატერინე ქავთარაძე. 

კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებელი სტრუქტურები. 

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...