2026 წლის 24 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.3 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 150 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 8.799%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.601%.

