Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის...

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში“ გამართულ პანელურ დისკუსიაში

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში“ გამართულ პანელურ დისკუსიაში.

სესია დაეთმო საქართველოს მთავრობისა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას საერთაშორისო ბაზრებზე.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ იმ ღონისძიებებზე, რომელიც წინ უსწრებდა ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას და მაღალ მოთხოვნას ევროობლიგაციების მიმართ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა ნდობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომლის საშუალებითაც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება.  

„ჩვენ ირგვლივ არსებული და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია. მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი გავლენა აქვს მცირე და ღია ეკონომიკებზე. მრავალი განსხვავებული შოკის მიმართ ქართულმა ეკონომიკამ მედეგობა აჩვენა. ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ მრავალი წყაროდან მომდინარე გეოპოლიტიკური, პანდემიასთან თუ ნავთობის ფასებთან დაკავშირებული კრიზისი. თუმცა, საქართველომ ძლიერი რეფორმების დღის წესრიგის წყალობით, საკმაოდ კარგად შეძლო გამოწვევების მართვა, რაც მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. სწორედ ამის შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიოსთვის და ინვესტორებისთვის – ძალიან გამართული პოლიტიკით, მაკროეკონომიკური სტაბილურობითა და ძალიან ძლიერი ფისკალური მაჩვენებლებით. ჩვენ მიერ წარმოებული პოლიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს ნებისმიერი სახის ეკონომიკური შოკის დაძლევას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას, იგი ასევე, შეეხო ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიის პერსპექტივას და ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას. 

„ფასიანი ქაღალდების ემისიის კონტექსტში სავალუტო დეკომპოზიცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამდენად, ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ლარსა და სხვა ვალუტაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სესიას მოდერატორობას უწევდა J.P. Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების (DCM) დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი სტეფან ვაილერი.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს „თიბისი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...