Homeააფ-ნიუსებისაქსტატში საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქსტატში საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

Published on

spot_img

25 მარტს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავე დროს საბჭოს თავმჯდომარემ გოგიტა თოდრაძემ გახსნა. უწყებათაშორისი საბჭო 2025 წლის მარტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა.

შეხვედრაზე საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის მონიტორინგის წლიური ანგარიში.

მონიტორინგის ანგარიში მომზადებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია სამ ძირითად მიზანს და მათში შემავალ ცხრა ამოცანას მოიცავს. 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავდა 91 აქტივობას, რომელთაგან 86 შესრულდა სრულად, ხოლო დანარჩენ აქტივობებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების დონეზე და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

სხდომის დასასრულს, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის. საბჭოს წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშავონ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...