Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) „კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის...

სამსახურმა (SARAS) „კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გზამკვლევი“ შეიმუშავა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) AML/CFT მიმართულებით მოამზადა „კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გზამკვლევი“.

გზამკვლევის მიზანია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს მიაწოდოს პრაქტიკული და სისტემატიზებული ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ძირეულ AML/CFT მოთხოვნას.

მისი მიზანია გამოავლინოს პირი, რომელიც რეალურად აკონტროლებს კომპანიას და იღებს ეკონომიკურ სარგებელს, მიუხედავად ფორმალური რეგისტრაციისა. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ემსახურება ფინანსური სისტემის სანდოობის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

გზამკვლევი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია და გამოყენებულ უნდა იქნეს სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებულ „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესთან“ ერთად.

გზამკვლევის მომზადება და გამოქვეყნება ემსახურება ანგარიშვალდებული პირებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების უკეთ აღქმას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ხელშეწყობას და შესაბამისობის ხარისხის გაუმჯობესებას. დოკუმენტი სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ იმ ძირითადი საკითხების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...