Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძემ Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო...

ეკატერინე მიქაბაძემ Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ხარისხის ანგარიშგება გამჭვირვალობის, ბაზრის დისციპლინისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის ქვაკუთხედია. მისივე განცხადებით, პროგრესი, რომელსაც დღეს მდგრადი განვითარების მიმართულებით ვხედავთ, მარეგულირებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

„მდგრადი დაფინანსება იზოლირებულად არ ვითარდება – ის საერთო სტანდარტების, საერთო გამოცდილებისა და საერთო პასუხისმგებლობის საფუძველზე შენდება“, – აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2017 წელს „მდგრად საბანკო ქსელში“ (SBN) გაწევრიანების დღიდან, ეროვნული ბანკი მუშაობს კომპლექსურ ჩარჩოზე, რათა ფინანსურ სისტემაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირება მოხდეს.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, გავაძლიეროთ მედეგობა ახალი რისკების, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული რისკების მიმართ“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ „მდგრადი დაფინანსების გზამკვლევზე“ და ESG სახელმძღვანელოს მითითებებზე, რაც სექტორს ESG რისკების, მათ შორის კლიმატური რისკების, მართვაში ინტეგრირებაში ეხმარება.

„გარდა ზემოთქმულისა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, რათა მკაფიოდ განვსაზღვროთ მწვანე და სოციალური ეკონომიკური საქმიანობები“ – განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ეკატერნე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა სებ-ის მიერ შემუშავებულ მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წესზე, რომელიც აღნიშნული მიზნობრიობის მქონე ფასიანი ქაღალდებისთვის მკაფიო სტანდარტებს ქმნის, აძლიერებს ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს კაპიტალის მობილიზებას მდგრადი პროექტებისთვის.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული კორპორაციული ობლიგაციების 43%-ს სწორედ მწვანე, სოციალური, მდგრადობის  ან მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები შეადგენს“, – განაცხადა მან.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციით წარდგა სებ-ის მდგრადი დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი სალომე თვალოძე, რომელმაც მდგრადი დაფინანსების მომავალზე და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და საზედამხედველო მოლოდინებზე ისაუბრა.

ღონისძიებას უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...