Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ...

ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში მონაწილეობს 250-ზე მეტი დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს.

მისივე თქმით, ეს ინტერესი  ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებსა და მყარ ფინანსურ სექტორს ეფუძნება. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ  მდგრადობა შეინარჩუნა. რეალური მშპ-ის ზრდა ძლიერი იყო; 2023-2024 წლებში მან თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა. 

„კვლავ მყარი და მდგრადი რჩება საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგებამ 22.4% შეადგინა, ხოლო აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე, მხოლოდ 2.47%-ზე ნარჩუნდება. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას. 2026 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 14.3%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებით იყო განპირობებული“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას, რასაც ამყარებს ლარიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩოთი გამყარებული ძლიერი ფინანსური სექტორი იზიდავს საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესს და ეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

“S&P Global Ratings” ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო რეგულირება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხოლო ჩვენი აქტივების ხარისხი საუკეთესოთა შორისაა. ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად,  საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...