Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2025 წელი, მეოთხე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2025 წელი, მეოთხე კვარტალი)

Published on

spot_img

რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)”, შესაბამისად.

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.6 პროცენტი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, 803.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1,008.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.6 პროცენტი იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა.  საქონლის ექსპორტი წლიურად 20.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.7 პროცენტით გაიზარდა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.1 პროცენტით, 256.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1,038.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (2.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  9.2 პროცენტით მეტია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 418.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.9 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეოთხე კვარტალში  357.0 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.4 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -634.5 მლნ აშშ დოლარი (-1.7 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 18.4 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.1 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14.7 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15.0 პროცენტით გაიზარდა 945.4 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 374.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...