Homeააფ-ნიუსებისაქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

Published on

spot_img

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26.9 მლრდ აშშ დოლარი (72.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4 პროცენტია. 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 352.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 14.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო  ვალი შესაბამისად, 72.7 მლნ. აშშ დოლარით და 29.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.7 მლრდ აშშ დოლარი (31.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 30.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.2 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 780.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 473.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 86.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.


საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ–ს 33.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.6 მლრდ აშშ დოლარია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6 პროცენტია.

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 37.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით. 2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 780.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 475.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

_____________________________________
1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ–ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ–ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგი­ური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...