Homeააფ-ნიუსებისამუშაო შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან

სამუშაო შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა გახსნეს.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა კესარია აფხაზავამ ისაუბრა სამსახურის ფუნქციებზე, ზედამხედველობის მანდატსა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებზე. კერძოდ, რა უფლებები აქვს მომხმარებელს სადაზღვევო ორგანიზაციასთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე, რომელ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება ხელშეკრულების დადებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ. ასევე, დარღვევის შემთხვევაში, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია საკუთარი უფლებების დასაცავად.

ახმეტაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს აგროდაზღვევის პროდუქტში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერება, სადაზღვევო ურთიერთობებში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...