Homeააფ-ნიუსებიცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში

Published on

spot_img

მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. რომლის მიხედვით სეს ესნ 8703 სასაქონლო პოზიციით მსუბუქი ავტომობილებისთვის იცვლება აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოდელი, რაც უკავშირდება ავტომობილის ასაკს და ტექნიკურ მახასიათებლებს.

განხორციელებული ცვლილების მიხედვით აქციზის განსხვავებული განაკვეთებით იბეგრება 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილები. კერძოდ:

0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, ამავე ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. ხოლო მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი 60 პროცენტით მცირდება;

 6 წლის ზემოთ ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 4.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, ხოლო ამ ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.

ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს

ამასთან  სეს ესნ 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება, თუ:

ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა;

 ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნულია საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში 2026 წლის 2 აპრილამდე ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას და რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია კონტეინერის ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);

 ავტომობილის საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადებით (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადებით (CMR)) ან გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას/ჩატვირთვას და რომელშიც მითითებულია ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN/შასის ნომერი) ან/და ავტომობილის შესახებ სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა;

 ავტომობილის თავისი სვლით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 2 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება იხილეთ ბმულზე

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...