Homeააფ-ნიუსებიეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მალაიზიაში, საერთაშორისო გამოცემა Central Banking Meetings-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემაა – „ერთობლივი ძალა: მედეგობა და ზრდა ცვალებად სამყაროში“.

კუალა ლუმპურში გამართულ Central Banking Meetings-ის ფორუმში იაპონიის, მალაიზიის, ინდოეთის, თურქეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, საუდის არაბეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრალური ბანკების ლიდერებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას, რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებასა და ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას.

პანელურ დისკუსიებზე სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონული გადახდების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, წარმატებული, ინტეროპერაბელური გადახდების ეკოსისტემის საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე შიდა გადახდების ინფრასტრუქტურა, საერთო ტექნიკური სტანდარტები და ეფექტიანი რეგიონული კოორდინაცია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებაზე. განახლებული სისტემას 24/7 რეჟიმში ფუნქციონირების ტექნიკური შესაძლებლობა ექნება და უზრუნველყოფს მრავალვალუტიანი გადარიცხვების მხარდაჭერას. ამასთან, 2026 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ტრანზაქციები რამდენიმე წამში, დღის ნებისმიერ დროს განახორციელონ. ორივე სისტემა დაფუძნებული იქნება ISO 20022 შეტყობინებების სტანდარტზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგადახდო სისტემების ინტეროპერაბელურობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული ფინანსური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავხდეთ რეგიონის ფინანსური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. რეალურ დროში გადახდები და გადახდების სისტემების ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას, შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს და გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებს“, – განაცხადა მან.

Central Banking Meetings-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა საქართველოში ფინანსური ინოვაციების დანერგვაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ფინანსურ ინოვაციებს როგორც რეგულირების, ისე ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სებ-მა უკვე დანერგა ციფრული ბანკებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების წესი, შექმნა რეგულატორული და ტექნიკური სენდბოქსები, შეიმუშავა ფინტექის განვითარების სტრატეგია, რაც საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო ინტეგრაციას უზრუნველყოფს.


Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ერგეშიძემ. სადისკუსიო პანელზე საუბარი შეეხო ფინანსურ სექტორში არსებულ კიბერ საფრთხეებს და მათი გადაჭრის გზებს. ასევე, განიხილეს კიბერ-რისკების მართვის პრაქტიკული სტრატეგიები და ცენტრალური ბანკების როლი ამ მიმართულებით.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...