Homeააფ-ნიუსებიფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია

ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია

Published on

spot_img

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის №3 საჯარო სკოლას ეწვია.

ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.

სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია, რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით – „ისაუბრე ფულზე“ – განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.

„ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, უკვე მეათე ნაკადად ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები 15 მაისამდე თბილისისა და რეგიონების სკოლებს ეწვევიან და V-XII კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.

ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...