Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.8%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია მარტის მდგომარეობით 3.3%-ს შეადგენს

საბანკო სექტორი

  • თებერვალში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.9 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.2%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია თებერვალში 1.2 პპ-ით შემცირდა და 46.0% შეადგინა
  • თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია უცვლელად, 42.2%-ზე, შენარჩუნდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 8.4%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე. თებერვალში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელი მოქმედებდა, შუალედური საქონლის წვლილმა 8.9 პპ წვლილი შეადგინა
  • ექსპორტი – 26.6%-ით გაიზარდა და 546.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (18.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (7.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტით
  • თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...