Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა

Published on

spot_img

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები გააცნო. საუბარი შეეხო მდგრადი ფისკალური პოზიციის და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური დაძაბულობა გლობალურად მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას და საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელი დიდწილად იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ხანგრძლივობაზე. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, ქვეყანა მათ საკმარისი ბუფერებით შეხვდეს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რომელიც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების დონემ ადეკვატურობის მინიმალურ 100%-იან ზღვარს გადააჭარბა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სებ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე და აღნიშნეს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე იქნება დამოკიდებული.

თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლიმ დადებითად შეაფასა სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის ახალ სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა, რომელმაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აღნიშნული მიდგომით, გაძლიერდა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია და უფრო გამჭვირვალე გახდა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...