Homeააფ-ნიუსებიშპს „მალთივერს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

შპს „მალთივერს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

შპს „მალთივერს“-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N1, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისი (ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...