Homeააფ-ნიუსებიფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

Published on

spot_img

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.

განხილვის თემა იყო საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების კუთხით.

საუბარი, ასევე, შეეხო მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გათვალისწინებით ფონდის მიერ შემუშავებულ სცენარებს, გლობალური და რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებთან მიმართებით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...