Homeააფ-ნიუსებიფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

Published on

spot_img

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

 ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, საინვესტიციო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი, ასევე შეეხო გლობალური ეკონომიკის ტენდეციებს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

 მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობის და სათანადო ბუფერების შექმნის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა.

შეხვედრას დაესწრნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანტონელა ბასანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი,  ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...