Homeააფ-ნიუსებიეკატერინე გალდავამ და ნინო ჯელაძემ EBRD-ისა და J.P. Morgan-ის ერთობლივ კონფერენციაში მიიღეს...

ეკატერინე გალდავამ და ნინო ჯელაძემ EBRD-ისა და J.P. Morgan-ის ერთობლივ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა ეკატერინე გალდავამ და ნინო ჯელაძემ EBRD-ისა და  J.P. Morgan-ის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციამ, სახელწოდებით „საბაზრო ინდექსების რეფორმა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები: მნიშვნელოვანი ეტაპი ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე“ თავი მოუყარა ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წამყვან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს.

მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ბაზრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე. ასევე იმსჯელეს ახალი საბაზრო ინდექსების ფართო ფინანსურ სისტემაში დანერგვაზე.

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...