Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს ფინტექ ინოვაციების მხარდაჭერას და წარადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

ეროვნული ბანკი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საბროკერო კომპანიებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

პროექტი მიზანად ისახავს, ბონდების გამოშვების, აღრიცხვისა და ვაჭრობის ინოვაციური მოდელების ტესტირებას ციფრული ერთეულების – ტოკენების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებულ პირთა აქტიურ ჩართულობას.

ტოკენიზებული ბონდები ტრადიციული ბონდების ციფრულ ანალოგია, სადაც ემიტენტის მიერ გამოშვებული ვალდებულებები წარმოდგენილია პროგრამირებადი ტოკენების სახით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ბონდების უფრო ეფექტიან განთავსებას, ავტომატიზებულ მომსახურებასა და კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას.

აღნიშნული პროექტი პოტენციურად ხელს შეუწყობს:

  • ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას
  • ინვესტირების პროცესის გამარტივებას
  • ლიკვიდურობის ზრდას
  • ტრანზაქციების ხარჯების შემცირებას
  • ფინანსური ეკოსისტემის დივერსიფიკაციას

ტოკენიზებული ბონდების მოდელი მიმზიდველი შეიძლება იყოს როგორც კორპორატიული ემიტენტებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის, რადგან იგი ზრდის წვდომას ბაზარზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დაინტერესებულ სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ, კანონის შესაბამისად, ტოკენიზებული ბონდების გამოშვების საკუთარი სქემები. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩასართავად უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს – innovationoffice@nbg.gov.ge

მოცემული ინიციატივა არ უნდა იქნას აღქმული კონკრეტული სუბიექტისთვის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის, აღიარების ან ავტორიზაციის დაპირებად, ან/და კონკრეტული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის წინასწარ ვალდებულებად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...