Homeააფ-ნიუსები2 მაისი საქართველოში დაზღვევის დღეა

2 მაისი საქართველოში დაზღვევის დღეა

Published on

spot_img

დაზღვევის დღის კვირეულის ფარგლებში, დმანისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გახსნა. დავით ონოფრიშვილმა ყურადღება გაამახვილა დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, მათ ძირითად უფლებებზე, ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მანდატს, მის ფუნქციებსა და როლს მომხმარებლის ინტერესების დაცვის პროცესში.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს მთვარმა სპეციალისტმა მანონი ციხელაშვილმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები, სად შეუძლიათ მიმართვა საჭიროების შემთხვევაში და როგორ მუშაობს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები დაზღვევის სფეროში.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, ნდობის გაძლიერებას და ფინანსური განათლების ზრდას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ინფორმირებულ მომხმარებელსა და უფრო გამჭვირვალე სადაზღვევო გარემოს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...