Homeააფ-ნიუსებიდმანისში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დმანისში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. დაზღვევის კვირეულის ფარგლებში, დმანისის მესამე და სოფელ განთიადის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან დაზღვევის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა პრეზენტაცია გამართა, რომელიც დაზღვევის მნიშვნელობასა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დაზღვევა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ იცავს ის ადამიანებს ფინანსური რისკებისგან.

ინტერაქტიული ფორმატის საუბარში ახალგაზრდებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა – დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს რეალურ მაგალითებზე. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს დაზღვევის როლზე ფინანსური განათლების განვითარებაში. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბებას და მათ უკეთ ამზადებს მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათთვის სიახლეს წარმოადგენდა, რომელსაც მომავალაში პრაქტიკაში გამოიყენებენ.

ამგვარი საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო საკითხების შესახებ ცოდნა ახალგაზრდებს ეხმარება უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და გააზრებულად დაგეგმონ მომავალი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...