2026 წლის 21 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N23 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 151 255 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.890%, მაქსიმალური 9.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.015%.

