Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძე ჟენევის რეგიონულ ფორუმზე ციფრული ტრანსფორმაციის პანელში მონაწილეობს

გოგიტა თოდრაძე ჟენევის რეგიონულ ფორუმზე ციფრული ტრანსფორმაციის პანელში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU), გაეროს ევროპისა და  ცენტრალური აზიის ციფრული ტრანსფორმაციის ჯგუფის  მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი, რომელიც ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას 2030 წლის დღის წესრიგის განსახილველად და წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად.

ფორუმის ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები განიხილავენ მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსფორმაციული, ინკლუზიური და კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას, რაც გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიანი მიღწევისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „ციფრული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.“ დისკუსიისას მან ვრცლად ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის პროცესში.

საქსტატის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყების ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადასვლის პროცესზე, რომელიც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიით (2024-2027) არის გათვალისწინებული.   მისი განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს „ მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის“ შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მონაცემებს გააერთიანებს. აღნიშნული ინოვაცია საშუალებას მისცემს ქვეყანას, მომავალში ჩაატაროს რეგისტრებზე დაფუძნებული აღწერა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის მონაცემთა სიზუსტეს.

საქსტატის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა 2024 წლის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის წარმატებაზე, რომელიც სრულად ელექტრონული მეთოდით ჩატარდა და მუნიციპალურ დონეზე  ზუსტი მონაცემები უზრუნველყო. გოგიტა თოდრაძის თქმით, ტრანსფორმაციის წარმატებას ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, ეროვნული სტრატეგია, მჭიდრო საერთაშორისო პარტნიორობა და ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში.

ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძე მართავს ორმხრივ შეხვედრებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც მიზნად ისახავს სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...