Homeააფ-ნიუსებისაქსტატსა და სერბეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქსტატსა და სერბეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სერბეთის რესპუბლისკის სტატისტიკის სამსახურს დირექტორმა  ბრანკო იოსიპოვიჩმა მოაწერეს. მემორანდუმი გაფორმდა ქ. ბიშკეკში, სადაც ორივე მხარე ესწრებოდა საერთაშორისო ფორუმს „სტატისტიკური ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია“.

შეთანხმება ითვალისწინებს სტატისტიკური სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას.

დოკუმენტი განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ან კოორდინირებული პროექტების განვითარებასა და განხორციელებას.

საქსტატსა და სერბეთის სტატისტიკის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ექსპერტების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...