Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გოგიტა თოდრაძემ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სისტემის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც 23 აპრილს ქ. ბიშკეკში გაიმართა.

საერთაშორისო ფორუმის თემას წარმოადგენდა „სტატისტიკური ბიზნეს პროცესების მოდერნიზაცია: ოფიციალური სტატისტიკის ახალი ეკოსისტემის ჩამოყალიბება“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები, რომლებიც მოიცავდა თანამედროვე სტატისტიკური სისტემების განვითარებას, ახალი მონაცემთა წყაროების ინტეგრაციას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ასევე სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელიც ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სტატისტიკური მონაცემების მზარდ მოთხოვნაზე რეაგირების პროცესში. თავის გამოსვლაში მან უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს სტატისტიკის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და მიმდინარე ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მონაცემთა წარმოებისა და გავრცელების პროცესების გაუმჯობესებას.

ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...