Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობასაქართველოს ეროვნული ბანკის...

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობასაქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

Published on

spot_img

Singapore FinTech Festival 2025 გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესების მიმოხილვასა და მომავლის ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას დაეთმო. პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა აკადემიური კვლევები და პოლიტიკის შემქმნელთა ხედვები განიხილეს.

ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან – BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან – BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან და სხვა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებთან გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ვირტუალური აქტივების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და პასუხისმგებლიანი ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა“, – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ფესტივალის ფარგლებშივე ნინო ჯელაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ფინტექ კომპანია Ant International-ის უფროს ვიცე პრეზიდენტს ლეიმინგ ჩენს შეხვდა.

Ant International ტრანსსასაზღვრო და QR კოდებით გადახდებში სპეციალიზდება, მართავს გლობალურ გადახდის პლატფორმებს Alipay+ და ციფრული საფულეების ეკოსისტემას აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის მასშტაბით.

შეხვედრისას მხარეებმა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებადობისა და QR კოდით გადახდის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...