Homeააფ-ნიუსებისაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქსტატში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქსტატში

Published on

spot_img

14-24 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ფასების სტატისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორის – საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (Residential Property Price Index – RPPI) გაფართოება და მისი შემდგომი გაუმჯობესება.

RPPI წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორს, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე კერძო სექტორი, კვლევითი ორგანიზაციები და სტატისტიკური ინფორმაციის სხვა მომხმარებლები. აღნიშნული ინდექსი საქსტატმა 2021 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით დანერგა.

მისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდექსის დაფარვის გაფართოების შესაძლებლობებს. კერძოდ, განხილულ იქნა მეორადი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დამატება, გაანგარიშდა საცდელი ინდექსები და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები. მათ შორისაა ქირის კომპონენტის ინტეგრაცია და ინდექსის გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობების შეფასება. ამ ეტაპზე RPPI მოიცავს მხოლოდ თბილისის ბაზარს და ფოკუსირებულია ახალ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის გამოკვლევა ეფუძნება მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდს — ვებ-სკრეპინგს (web scraping), რაც გულისხმობს ვებ-გვერდებიდან მონაცემების ავტომატურ რეჟიმში მიღებას. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის მონაცემთა მოცვასა და სიზუსტეს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.

მისიის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტის მხარდაჭერით განხორციელდა მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების პროცესების დახვეწა, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ფასების სტატისტიკის მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

საქსტატი აგრძელებს მუშაობას სტატისტიკური მაჩვენებლების განვითარების, მათი ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...