Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა IFIAR-ის ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა IFIAR-ის ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

მიმდინარე წლის 20-23 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა აუდიტის დამოუკიდებელ მარეგულირებელთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) ყოველწლიური პლენარული შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა საფრანგეთის აუდიტის საზედამხედველო ორგანო (H2A).

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის (SARAS) უფროსმა და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

IFIAR წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აუდიტის ზედამხედველ ორგანოებს და ემსახურება აუდიტის ხარისხისა და საზედამხედველო პრაქტიკის გაუმჯობესებას გლობალურ დონეზე. IFIAR-ის ყოველწლიური პლენარული შეხვედრა კი წარმოადგენს პროფესიული დისკუსიის მნიშვნელოვან სივრცეს, სადაც დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ თემატურ მსჯელობებში, გაეცნონ სფეროში არსებულ სიახლეებს და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მარეგულირებელი ორგანოებისა და გლობალური აუდიტორული ფირმების წარმომადგენლებს.

2026 წლის პლენარული შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აუდიტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, აუდიტორულ ფირმებში ინვესტირების ალტერნატიულ მოდელებსა და მდგრადობის ანგარიშგების მარწმუნებელი მომსახურებების განვითარებას.
სამსახურის მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას, თანამედროვე მიდგომების გაზიარებას და ეროვნული აუდიტის ზედამხედველობის პრაქტიკის შემდგომ განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...