2026 წლის 28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 140 494 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.549%, მაქსიმალური 8.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.549%.

