Homeააფ-ნიუსები„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების...

„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ სამსახურის (SARAS) უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილება შევიდა

Published on

spot_img

ნორმატიული აქტის განახლებული რედაქციით, სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). შესაბამისად, ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების საერთაშორისო სტანდარტებში (IES) 2025 წელს განხორციელებულ ცვლილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფას.       

სტანდარტსა და დანართებში შესული ცვლილებები ასევე მიზნად ისახავს ტერმინოლოგიური შეუსაბამობის აღმოფხვრას. 
ნორმატიული აქტის მოქმედი რედაქცია კანდიდატს შესაძლებლობას მისცემს უმაღლეს დონეზე სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგი შეუნარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ უმაღლესი დონის ყველა სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს პირველი უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) წლის განმავლობაში. ამასთან, ცვლილება გულისხმობს, რომ პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს ამ სტანდარტით გათვალისწინებულ სასერტიფიკაციო უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე), ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში. 

გარდა ამისა, ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, პროფესიული ორგანიზაციები (რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ) უფლებამოსილნი იქნებიან, ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალონ შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლონ ამ სტანდარტით დადგენილი გამოცდებისგან, გარდა სასერტიფიკაციო გამოცდებისა.

იხილეთ ნორმატიული აქტი ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...