Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სამსახურმა (SARAS) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

Published on

spot_img

სამსახურმა (SARAS) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის საქმიანობა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის, ასევე იურიდიული და ადმინისტრაციული მიმართულებებით.
2025 წელი სამსახურისთვის მნიშვნელოვანი პროგრესისა და სისტემური განვითარების ეტაპი იყო. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ანგარიშგების პორტალის განვითარება, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება. ანგარიშში ასევე ასახულია ანგარიშგების გაციფრულების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები და iXBRL/XBRL სტანდარტის დანერგვისთვის გადადგმული ნაბიჯები.
აუდიტის ზედამხედველობის მიმართულებით სამსახურმა განაგრძო მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა, ხარისხის მართვის სისტემებთან დაკავშირებული მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერა და აუდიტორული საქმიანობის სანდოობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ზედამხედველობითი ღონისძიებების განხორციელება.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის განვითარებას, ანგარიშვალდებული პირების ინფორმირებას, ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენის პროცესის პრაქტიკულ მხარდაჭერას და განგრძობითი განათლების სისტემის გაძლიერებას.
ანგარიშში ასევე წარმოდგენილია სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესება, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის მექანიზმის ამოქმედება, უნივერსალური ცხელი ხაზის დანერგვა და 2026–2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება.
2026 წელი სამსახურისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან დაარსებიდან 10 წელი უსრულდება. აღნიშნული თარიღი ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და განისაზღვროს მომავალი განვითარების პრიორიტეტები.
სამსახური მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის მსოფლიო ბანკს, წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ასევე, მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური ძალისხმევისთვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...