Homeააფ-ნიუსებისაქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა

საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 და N996 ბრძანებებშიმიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების სააფუძველზე,განცხადებას „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“დაემატა მოსანიშნი ღილაკი „საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი”, რომელიც უნდა მონიშნოს გადამხდელმა იმ შემთხვეაში თუ ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის ნაწარმის ჩამოწერას.

N994 და N996 ბრძანებებშიგანხორციელებული ცვლილებების თანახმად გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი. ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით. ამასთან, მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას აქციზური მარკები ჩაითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.

გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სრული განადგურების ფორმით 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე ჩამოწერილ, საქართველოში წარმოებულ აქციზურ ნაწარმზე, მწარმოებლის მიერ ნიშანდებული აქციზური მარკები, მწარმოებლის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული სერიული ნომრებით/სერიული ნომრების დიაპაზონით, ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.

ცვლილებების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

N994 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

N996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...