Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა The Bank of New York Mellon Corporation-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ნათია თურნავა The Bank of New York Mellon Corporation-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მმართველ დირექტორთან, სერგეი კოტოვთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.

საუბრის მთავარი თემა BNY-სა და საქართველოს ფინანსურ სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარება იყო. მათ შორის, წამყვან ქართულ კომერციულ ბანკებთან – „საქართველოს ბანკთან“, „თიბისი ბანკთან“, „ბაზისბანკთან“, „ლიბერთი ბანკთან“, „ტერაბანკთან“ და „ხალიკ ბანკ საქართველოსთან” პარტნიორობის გაფართოება. მხარეებმა მიმოიხილეს 2024 წელს ქართულ ბაზარზე BNY-ის შემოსვლის შემდგომ მიღწეული პროგრესი და სამომავლო ჩართულობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავალუტო რეზერვების მართვის, კასტოდიანური მომსახურებისა და ლიკვიდობის მართვის გადაწყვეტილებების მიმართულებით პოტენციურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივები და ფინანსურ სექტორში მიმდინარე მოვლენები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტებს, საბანკო სისტემის მდგრადობასა და მარეგულირებელი და შესაბამისობის ჩარჩოს საიმედოობას, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა (AML) და ფინანსური მდგრადობის მაღალ სტანდარტებს.

„საქართველო კვლავაც სთავაზობს სტაბილურ და მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ჩვენ მივესალმებით გლობალურ პარტნიორებთან შემდგომ ჩართულობას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსური ბაზრის განვითარებასა და რეზერვების ეფექტიან მართვას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სერგეი კოტოვი დადებითად აფასებს BNY-ის საქმიან ურთიერთობას საქართველოში როგორც კომერციულ სექტორთან, ისე ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭიროს ფინანსური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, განაგრძონ თანამშრომლობა და შეისწავლონ გლობალურ ბაზრებთან საქართველოს ფინანსური სისტემის შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობები.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...