Homeააფ-ნიუსებისაქსტატში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

საქსტატში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

Published on

spot_img

საქსტატში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო 14 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარემ – გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია უწყებაში გასული ერთი წლის განმავლობაში ;მიღწეული შედეგების, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებთან ასევე ისაუბრა 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარე პროცესზე. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტესა და სანდოობას. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო, დეტალური შედეგების დამუშავება, რომელიც 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

საქსტატის მრჩეველთა საბჭო საკონსულტაციო ორგანოა. მის ფუნქციებს წარმოადგენს – საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ანალიზი და საქსტატის საბჭოსათვის წინადადებების მომზადება, სტატისტიკური მეთოდების განხილვა და მის სრულყოფასთან დაკავშირებით საქსტატის საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და სხვა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...