Homeააფ-ნიუსებიდაზღვევის დღე 2026

დაზღვევის დღე 2026

Published on

spot_img

2 მაისს საქართველო დაზღვევის დღეს აღნიშნავს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით ონოფრიშვილმა სამსახურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, გატარებულ ღონისძიებებზე, ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. სამსახურის პრიორიტეტს დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე და დაზღვევის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმა სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი, IAIS-ის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის რეგიონალური კოორდინატორი გორაზდ ჩიბეი.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დღესვე, დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მრავალწლიანი მუშაობისთვის თანამშრომლები დააჯილდოვა.

სადაზღვევო ბაზრის ზრდის დინამიკის მიხედვით:

  • 2025 წლის შედეგებით, მოზიდული პრემიის მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა. უკვე 2 წელია, რაც ისტორიაში პირველად გადაილახა 1 მილიარდიანი ზღვარი. მიუხედავად ამისა, ბაზარი აგრძელებს აქტიურ ზრდას;
  • გასული 10 წლის განმავლობაში 2-ჯერ დაფიქსირდა ბაზრის გაორმაგება. ბაზრის მოცულობა კი 300%-ით გაიზარდა;
  • 2024 წელს ბაზარი გაიზარდა 18%-ით, რაც უკვე საკმაოდ ძლიერი წინსვლა იყო, თუმცა 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, კვლავ 12%-იანი ზრდაა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზრის ზრდა 15%-ია.

ბაზრის სტრუქტურის მონაცემებით:

  • სამედიცინო დაზღვევა კვლავ ლიდერობს ბაზრის 43% წილით. პროდუქტები უმჯობესდება. ქვეყნის მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით;
  • შემდეგი არის ავტოტრანსპორტის დაზღვევა – ბაზრის 21%-ით; მას მოჰყვება ქონების (ბაზრის 11%) და სიცოცხლის (ბაზრის 9%) დაზღვევის სახეობები;

დაზღვევის სხვა სახეობებსაც კვლავ დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით, როდესაც ამოქმედდება ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ასევე ქონების, ტვირთების, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის და რა თქმა უნდა, სიცოცხლის დაზღვევის სახეობები. ქვეყანაში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელებასთან ერთად, აღნიშნული სახეობებიც მნიშვნელოვნად განვითარდება.

1997 წლის 2 მაისს პირველად ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...