Homeააფ-ნიუსებიმიკრობანკი კრისტალი TEDxTbilisi 2026-ის გენერალური პარტნიორია

მიკრობანკი კრისტალი TEDxTbilisi 2026-ის გენერალური პარტნიორია

Published on

spot_img

მიკრობანკ “კრისტალის” მხარდაჭერით, TEDxTbilisi-ს სივრცემ კიდევ ერთხელ გააერთიანა იდეების, ცოდნისა და შთაგონების მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცვლილებებისკენ, პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ ისწრაფვიან.

წლევანდელი ღონისძიება თემას “პატარა ნაბიჯები” დაეთმო, რათა სიმბოლურად წარმოეჩინა პროცესი, რომლის მეშვეობითაც მნიშვნელოვანი მიზნები თანმიმდევრული და გააზრებული ქმედებებით მიიღწევა. ეს კონცეფცია დიდწილად „კრისტალის“ განვითარების ისტორიასაც ასახავს: კომპანია, რომელმაც საქმიანობა 28 წლის წინ, პატარა ნაბიჯებით დაიწყო, დღეს ქართული საფინანსო სექტორის წარმატებულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამ გზაზე კი, შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორები ახალი ცოდნის, გამოცდილებების გაზიარება და ცვლილებებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

კომპანიის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, ასევე იმ მცირე, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიძგების შექმნა, რომლებიც ადამიანებსა და ბიზნესებს განვითარების გზაზე წინსვლაში ეხმარება. ეს ღირებულებები „კრისტალის“ კორპორაციულ კულტურას დაარსების დღიდან განსაზღვრავს და TEDxTbilisi 2026-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ღირებულებების ნაწილია.

“TEDx მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანისთვის იქცა სივრცედ, სადაც ხშირად აღმოაჩენენ ცოდნას, სიახლეებსა და შთაგონებას პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ცვლილებებისთვის. მოხარულები ვართ, რომ წელს ეს ღონისძიება სწორედ “კრისტალთან” პარტნიორობით გაიმართა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა ხელს უწყობს იდეების გავრცელებასა და საზოგადოების გაძლიერებას, ხოლო ღონისძიებაზე გაზიარებული ისტორიები და ხედვები შესაძლოა იქცეს მოტივაციად ახალი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ყველაზე ამბიციურ მიზნამდე გზა სწორედ პატარა ნაბიჯებითა და ცვლილებებით იწყება”, – აღნიშნავს მიკრობანკ “კრისტალის” გენერალური დირექტორი ილია რევია.

TEDx გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს. იგი წარმოადგენს იდეების გაზიარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების სივრცეს. TEDxTbilisi საქართველოში 2012 წლიდან იმართება TED-ის ლიცენზიის ფარგლებში და უკვე ტრადიციულად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ სპიკერებს. ღონისძიება ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს და ქმნის პლატფორმას ინოვაციური იდეებისა და გამოცდილებების გაზიარებისთვის.

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...