Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.7%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის,ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, აპრილში 3.2% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია დაჩქარდა და 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.7 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.9%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია მარტში 0.6 პპ-ით გაიზარდა და 46.6% შეადგინა
  • მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 42.5%-მდე, გაიზარდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მარტში საქონლის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური მოხმარების საქონლით, რომლის წვლილმა 5.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი – ექსპორტი 24.0%-ით გაიზარდა და 697.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (16.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (7.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტით
  • მარტის მდგომარეობით, რეზერვების მთლიანი მოცულობა 6.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...