Homeააფ-ნიუსებიBlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა

BlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა

Published on

spot_img

მიკრობანკი „კრისტალი“ კიდევ უფრო აღრმავებს მრავალწლიან თანამშრომლობას BlueOrchard-თან. ამჯერად, კომპანია ახალი საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, 16 მილიონი აშშ დოლარს მიიღებს. დაფინანსება ლარში არის დენომინირებული და ბანკის მიერ მისი ათვისება მოხდება ლიკვიდობის საჭიროებისა და საკრედიტო პორტფელის ზრდის შესაბამისად.  ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა ფინანსური რისკების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ამცირებს სავალუტო რისკებს და ქმნის მეტ მოქნილობას მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების განვითარებისთვის.

რესურსი მიმართული იქნება „კრისტალის“ შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისკენ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSME) და სოფლის მეურნეობის სექტორზე, მათ შორის რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

BlueOrchard წლების განმავლობაში წარმოადგენს „კრისტალის“ მნიშვნელოვან პარტნიორს და აქტიურ მონაწილეობას იღებს კომპანიის განვითარების პროცესში, მათ შორის, მისი მიკრობანკად ტრანსფორმაციის ეტაპზეც.

როგორც „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: „BlueOrchard-თან ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობას „კრისტალის“ მისიისა და გრძელვადიანი ხედვის მიმართ. ეს დაფინანსება მოგვცემს შესაძლებლობას გავაფართოოთ დაკრედიტება როგორც არსებული, ისე ახალი კლიენტებისთვის, გავაძლიეროთ ჩვენი საბაზრო პოზიციები და ხელი შევუწყოთ  ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.“

კასპარს დელინს, ბლუორჩარდ-ის ორიჯინეიშენის ხელმძღვანელი კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, აღნიშნავს: “ეს ინვესტიცია ასახავს BlueOrchard-ის მუდმივ ერთგულებას საქართველოში ფინანსური ჩართულობის გაფართოების მიმართ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას მიკრობანკ Crystal-თან და ვეხმარებით MSME-ების და სოფლის მეურნეობის მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ეკონომიკური განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”

BlueOrchard-ის შესახებ

BlueOrchard არის წამყვანი გლობალური გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო მმართველი კომპანია, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს განვითარებად ბაზრებზე ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობაში. კომპანია დაარსდა 2001 წელს გაეროს ინიციატივის ფარგლებში და წარმოადგენს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პიონერს. ამავდროულად, იგი მართავს მსოფლიოში უდიდეს და უძველეს კომერციულ მიკროფინანსურ ფონდს.

მაღალი ადგილობრივი ექსპერტიზითა და 100-ზე მეტ ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილებით, BlueOrchard უზრუნველყოფს მოქნილ და გრძელვადიან კაპიტალის გადაწყვეტილებებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ემსახურებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე ახორციელებს პირდაპირ დაფინანსებას მაღალი სოციალური და ეკონომიკური გავლენის მქონე კომპანიებზე. დაფინანსების გარდა, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს პორტფელის კომპანიებთან მათი ეფექტიანობისა და ოპერაციული შედეგიანობის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს თემებში პოზიტიური გავლენის გაღრმავებასა და მასშტაბირებას.

Schroders-ის ჯგუფის წევრად, რომელიც 200 წელზე მეტი ისტორიის მქონე გლობალური აქტივების მმართველია, BlueOrchard აერთიანებს სპეციალიზებულ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესაძლებლობებს ინსტიტუციური დონის ინფრასტრუქტურასა და მმართველობის სტანდარტებთან.

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...