Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილმა აშშ-ის დაზღვევის ზედამხედველთა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დავით ონოფრიშვილმა აშშ-ის დაზღვევის ზედამხედველთა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

7-8 მაისს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა (კომისიონერთა) ეროვნული ასოციაციის (NAIC – National Association of Insurance Commissioners) 2026 წლის საერთაშორისო  სადაზღვევო ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზატორის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დაესწრო.

საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი ყოველწლიურად 300-მდე მონაწილეს მასპინძლობს დაზღვევის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: მუდმივად ცვალებადი საინვესტიციო გარემო, კლიმატური რისკები, მდგრადობა, ტექნოლოგიები, ინოვაციები და ახალი რისკები.

წლევანდელ ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კიბერუსაფრთხოება და საოპერაციო რისკები – კიბერდანაშაულის ზრდის ფონზე ინდუსტრიის დაცვის მექანიზმების გაძლიერება; ფინანსური განათლება – მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და დაზღვევის როლი მათი ზოგადი ფინანსური კეთილდღეობისთვის; ტექნოლოგიური პროგრესი – ჯანმრთელობის დაზღვევაში მონაცემთა დამუშავების ახალი მეთოდები და პერსონალური მონაცემების დაცვა; კლიმატური ცვლილებები: ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შემცირების სტრატეგიები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა, გამართა ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციულ დიალოგს სკოტ უაითთან (Scott White), რომელიც NAIC-ის პრეზიდენტი და ვირჯინიის შტატის დაზღვევის ბიუროს ზედამხედველია. გარდა ამისა, სამსახურის უფროსი შეხვდა კონექტიკუტის, კალიფორნიისა და ჯორჯიის შტატების დაზღვევის ზედამხედველებს. შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საზედამხედველო და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს გლობალურ სადაზღვევო ბაზარზეა აქტუალური.

დავით ონოფრიშვილის მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში მნიშვნელოვანია საქართველოს სადაზღვევო სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციისთვის. მსოფლიოს წამყვან მარეგულირებლებთან პირდაპირი კავშირი კი საშუალებას იძლევა: გაზიარებულ იქნას საუკეთესო ამერიკული და მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება; განხორციელდეს საქართველოს საზედამხედველო პრაქტიკის მოდერნიზაცია; საკანონმდებლო ბაზის დაახლოება და სადაზღვევო ბაზრის მიმართ სანდოობის გაზრდის შედეგად მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა.

ვაშინგტონში მიმდინარე ფორუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული მდგრადი სადაზღვევო სისტემის მშენებლობის პროცესში.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...