Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აპრილის თვის შედეგები

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აპრილის თვის შედეგები

Published on

spot_img

აპრილში საპენსიო ფონდის პორტფელებმა ძლიერი აღდგენა აჩვენა, რასაც, მარტში გაზრდილი მერყეობის შემდეგ, გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრმა გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.

ინვესტორთა განწყობა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესდა. ამავდროულად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დადებითი კვარტალური შედეგები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული განახლებული ოპტიმიზმი ტექნოლოგიურ და ნახევარგამტარების სექტორებზე პოზიტიურად აისახა. აღნიშნულმა გარემოებამ განსაკუთრებით იმ პორტფელების შედეგებზე იმოქმედა, სადაც საერთაშორისო აქციების წილი შედარებით მაღალია.

აპრილში ყველაზე მაღალი, 5.12%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 3.79% და 2.25% შეადგინა.

წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის შედეგი დადებითია:

🔹დინამიკური – 6.35%
🔹დაბალანსებული – 5.35%
🔹კონსერვატიული – 4.57%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.0%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 10.3%-ია.

📌საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აპრილის ბოლოსთვის 9.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა – 2.6 მილიარდ ლარს.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს, ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...