Homeააფ-ნიუსებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და...

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად  ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება –  ,,კოკაინი“, ასევე 145 კაფსულა (მათ შორის სხეულზე მალულად განთავსებული 44 კაფსულა) და 50 გრამი ფხვნილის სახით დაფასოებული სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება.

აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...