Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის განცხადება

შემოსავლების სამსახურის განცხადება

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს – “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთზე” და განმარტავს, რომ 2026 წლის 8 მაისის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთს” უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,024,624.66 ლარის ოდენობით.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთს” 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებულ იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), თუმცა მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია. 

2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს  წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.
https://rs.ge/NewsArchive?newsId=1689

საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნით გადამხდელმა, ასევე წარმოადგინა განცხადებები მიმდინარე წლის შემდეგ თარიღებში: 30 იანვარს, 9 თებერვალს, 6 მარტს, 10 მარტს, 23 მარტს. გადამხდელის მოთხოვნები შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და შესაბამისად, არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...