Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ფორუმს მასპინძლობს

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ფორუმს მასპინძლობს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ფორუმს უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა იყო – „დღგ-ს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა ექსპორტ-იმპორტის დროს“.
ღონისძიება გახსნეს და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დაჩი ქინქლაძემ და IOTA-ს სამდივნოს წარმომადგენელმა, მასიმო მორარელიმ.  დაჩი ქინქლაძემ ხაზი გაუსვა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის ფორუმის მნიშვნელობას და მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

აღნიშნულ ფორუმს 17  წევრი ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის 31 მონაწილე დაესწრო. სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, დელეგატებს შორის განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა – გლობალური საგადასახადო ინიციატივების ფარგლებში, დღგ-ის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ევროპის რეგიონის საგადასახადო ადმინისტრაციების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა.

IOTA წარმოადგენს ევროპული რეგიონის საგადასახადო ადმინისტრაციების ორგანიზაციას, რომელიც 1996 წელს დაარსდა და ამჟამად 43 ქვეყნის ადმინისტრაციას აერთიანებს. საქართველოს შემოსავლების სამსახური ორგანიზაციის წევრი 2004 წლიდან არის, ხოლო 2022-2023 წლებში ის IOTA-ს პრეზიდენტ ქვეყანად იქნა დასახელებული. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...