Homeააფ-ნიუსებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინის" შემოტანის...

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განახორციელეს. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა 30 მილიონი ლარის ღირებულების განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება “მეტამფეტამინი”.

შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელში განთავსებული ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 103 კილოგრამამდე “მეტამფეტამინი” მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომობილი საქართველოში სასაზღვრო გამტარ პუნქტ  “სადახლო საავტომობილოდან” შემოვიდა და ბულგარეთის მიმართულებით ცდილობდა გადაადგილებას. 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, საწარმოო დანიშნულების ქიმიური ნივთიერების – კაუსტიკური სოდის (ნატრიუმის ჰიდროქსიდი)  გრანულირებულ ფრაქციასთან მიმსგავსებული ფხვნილის სახით, წინასწარ დამზადებულ  ტომარებში იყო განთავსებული.

შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...