Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე - მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე – მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე – მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა.  ამ დრომდე მას საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, მიხეილ ჩოკოშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში კურირებას გაუწევს საბაჟო დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, მოადგილეები – ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და  ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...