Homeააფ-ნიუსებიაზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების...

აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი

Published on

spot_img

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია. 
2026 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 40 978 განაცხადი.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:

  • დისტანციური რეგისტრაცია ავტორიზაციის გარეშე 

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ჩანართი “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაცია” https://rs.ge/gamblingRestriction ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაიაროს იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. მონაცემების შეტანამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია რეესტრში მონაცემების ასახვისა და შემდგომ მისი ამოღების წესებისა და პირობების შესახებ.

  • ავტორიზებული მომხმარებლის პირადი გვერდი 

თუ უკვე გააქტიურებული გაქვთ პირადი ელექტრონული გვერდი პორტალზე – eservices.rs.ge შესაძლებელია ავტორიზაციის გზით წარადგინოთ განცხადება დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე.

  • ვიზიტი მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში

დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა, ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტით.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...