2026 წლის 11 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 46 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.290%, მაქსიმალური 8.480%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.348%.

